ENG

სიახლე! კონკურსი

ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს - ქ. თბილისის საუკეთესო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი -  საერთო ფართით 100 კვ.მ-დან _ 250 კვ.მ.-მდე ერთბინიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე.
კონკურსის მიზანია მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება,
სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, დედაქალაქის ერთიანი იერსახის ჩამოყალიბებას და მშენებლობის ნებართვის პროცედურის გამარტივებას.

კონკურსის ამოცანაა გამოავლინოს საუკეთესო ერთბინიანი ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტები.

დაინტერესებული პირი მისთვის სასურველ და მოწონებულ პროექტს უსასყიდლოდ მიიღებს.

კონკურსი -  ქ. თბილისის საუკეთესო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი -  პირველად 2009 წელს გამოცხადდა სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, აქედან გამოვლინდა გამარჯვებული. გამარჯვებული პროექტების მიხედვით უკვე შენდება  ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. 

ამჟამად, კომისია 15-მდე გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებთანაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გააფორმებს ხელშეკრულებას გამარჯვებული პროექტების შესყიდვის თაობაზე. შესყიდვის ფასი შეადგენს 2500 ლარს თანმდევი ხარჯების ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და
იურიდიულ პირს.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა განხორციელდება
ქართულ ენაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახურის” კანცელარიაში (მის.: ჟ. შარტავას ქ. #7) ან/და ელექტრონული ფორმით ვებ. გვერდზე – architect.tbilisi.gov.ge დანართი #2-ის შესაბამისად.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების გავრცელების და განხორციელების
არეალია ქ. თბილისი, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონისა.

კონკურსში გამარჯვებულს გაუფორმდება არქიტექტურული პროექტის
შესყიდვის ხელშეკრულება.

კონკურსის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აპარატი, რომელთანაც დაინტერესებულ პირს შესაძლებელობა ექნება გაიაროს კონსულტაცია (architect.tbilisi.gov.ge). აქვე იხილავთ საკონკურსო განაცხადის, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებისა და წარმოსადგენი პროექტების ნიმუშებს.

განაცხადების მიღება-რეგისტრაცია შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების დღიდან 2011 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.

განაცხადების განხილვა _ განაცხადების მიღების დასრულებიდან
20 სამუშაო დღის ვადაში.
კონკურსის შედეგების გამოცხადება _ განაცხადების განხილვის
დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

ხელშეკრულების გაფორმება _ არაუგვიანეს კონკურსის შედეგების
გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღისა.

დამატებითი ინფორმაცია საკონკურსო პირობების შესახებ შესაძლებელია იხილოთ სამსახურის ვებ. გვერდზე architect.tbilisi.gov.ge.


გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

ქართული თანამედროვე საცხოვრისი

“Style” და AAG 11დან 14 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ საინტერესო პროექტებს “Caucasus Build 2019” გამოფენაზე პავილიონში - N5

HoReCa Workshop в Милане – итоги первых пяти лет. Новый курс 24-28 июля

Курс-интенсив в Милане HoReCa Workshop – Project, Design & Marketing по проектированию ресторанов и отелей в январе этого года отпраздновал свой первый мини-юбилей

ყურადღება კონკურსი!

სადგურის ესკიზური პროექტის შერჩევის და სამომავლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით კომპანია აცხადებს კონკურსს.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

В Милане, столице дизайна, программа на русском языке для архитекторов “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”

В 2015 году продолжается инновационный цикл курсов на русском языке “HoReCa Design – Hotel Restaurant Cafè.

Воркшоп на русском языке для архитекторов

С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.

Милане продолжаются инновационные курсы на русском языке для архитекторов

В декабре прошлого года в Милане с успехом прошел уже седьмой по счету воркшоп цикла инновационных курсов на русском языке “Horeca Design – Hotel Restaurant Cafè.

გამოფენა

2013 წლის 5 აპრილს ,, არქიტექტორთა კლუბის ,, გალერეაში დავით თომაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

,, არქიტექტორთა კლუბის,, და ჟურნალი ,,სტილის,, პარტნიორი კომპანია

მაგთივინი

1 2 3 4 5 6

სიახლე:
გაერთიანდით არქიტექტორთა კლუბში და ასოციაციის წევრად ონლაინ რეჟიმში და შექმენით თქვენი გვერდი
Interview with Oliviero Godi was taken for Style magazine by Nikoloz Lekveishvili and Aleksi Javakhishvili

Copyright (C) 2009 Style Magazine