კომპანია Decorlines-ის ჯგუფის წევრები 10 წელზე მეტია მოღვაწეობენ ინტერიერის დიზაინის, დეკორატიული, კონტურული და მხატრული ექსკლუზიური ღებვითი, სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. ჩვენი კომპანიის მიერ,რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე სამი წელია მოღვაწეობს,შექმნილი დეკორატიული ღებვითი ნიმუშები (ფინიშები),სხვადასხვა მასალის და საღებავის რამდენიმე შრისაგან შედგება.
ფაქტურისა და ფერის ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ თქვენი სურვილისა და გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ ინტერიერის სასურველი ზედაპირის ფაქტურა.
10 მაისს კომპანამ ჩაატარა პრეზენტაცია სადაც სიტყვით გამოვიდა კომპანიის დამფუძნებელი მალხაზ სააკაშვილი და მთავარი ტექნოლოგი მურად კუტივაძე, რომელთა მიერ მოხდა სრული იმფორმაციის მიწოდება დეკორატიული ღებვის ტექნოლოგიის და ინტერიერში მისი გამოყენების მეთოდებზე.
წარდგენილი იყო კომპანიის მიერ უკვე შექმნილი რამოდენიმე პროექტი და ასევე დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება ენახა მრავალი სახის ნიმუშები.