Style Magazine
ENG

ხარისხი და პროფესია – ფლორენციის მსოფლიო ფესტივალი 2009

2009 წლის 24-27 ნოემბერს ფლორენციაში მეექვსედ გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით “ხარისხი და პროფესია – ფლორენციის მსოფლიო ფესტივალი”. ეს ფესტივალი ტარდება სტუდენტებსა და მაგისტრანტებს, კომპანიებს, კერძო პროფესიონალებსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის ცოცხალი, უშუალო ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით. წელს ფლორენციის მსოფლიო ფესტივალი ეძღვნებოდა შემოქმედებითობას და მის ადგილს ჩვენს ცხოვრებაში. ღონისძიების თემატიკა მოიცავდა არქიტექტურას, ურბანისტიკას, სამშენებლო ინჟინერიას, კულტურულ მემკვიდრეობას და მის დაცვას, რესტავრაციას, დიზაინს, მოდას, ვიზუალურ ხელოვნებას და ტურიზმს.

ციფრობრივად, ფლორენციის ყოველწლიური მსოფლიო ფესტივალი 2009 შემდეგნაირად გამოიხატებოდა:
377 მონაწილე, 21 ქვეყანა, 103 სადიპლომო პროექტი "ცოცხალ" გამოფენაზე, 1019 სადიპლომო პროექტი ვებსაიტზე, 43 პროფესიონალი, რომელმაც გაუზიარა დამსწრეებს თავისი გამოცდილება, 34 კონფერენცია და ვორქშოპი, 49 მონაწილე უნივერსიტეტი, 47 სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია და დაწესებულება.

პრიზები:
ფესტივალში მონაწილე სადიპლომო ნამუშევრები შეფასდა ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიურის მიერ. პრიზები შემდეგნაირად განაწილდა:

"Life Beyond Tourism"-ის ("ცხოვრება ტურიზმის მიღმა") ჯილდო – 4000 ევრო – მიენიჭა
- სოფიო გოგოლაძეს (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო) პროექტისთვის "ცაში გამოკიდებული ბაღი"

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჯორჯო ნაპოლიტანოს მიერ დაწესებული მედლებით დაჯილდოვდნენ:
- ოლგა აკიმენკო (მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი, რუსეთი) პროექტისთვის "სამრეწველო ზონების რევიტალიზაცია"
- ნატალია ვასიუჩკინა (ხარკოვის დიზაინისა და ხელოვნების სახელმწიფო აკადემია, უკრაინა) პროექტისთვის "საკლასო ოთახი მომავალში – განვითარებისთვის განკუთვნილი სივრცის კონცეფცია"
- სოფიკო ანთიძე (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო) პროექტისთვის "ჯონი ბეიბის მოგონილი სამყარო"

საპატიო ჯილდოები:
ფესტივალის დასკვნითი ცერემონიის მსვლელობაში რომუალდო დელ ბიანკოს სახელობის ფონდს და მის პრეზიდენტს პაოლო დე ბიანკოს გადაეცა ორი მნიშვნელოვანი ჯილდო:
- აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტის (ბაქო, აზერბაიჯანი) საპატიო დოქტორის დიპლომი; გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გულჩორა მამადოვამ,
- მაკენზის პრესბიტერიანული უნივერსიტეტის (სან პაოლო, ბრაზილია) მედალი; გადასცა პროფესორმა ვალტერ კალდანამ.

"ხარისხი და პროფესია" საზღვრებს გარეთ გაიჭრა
2009 წელს პირველად რომუალდო დელ ბიანკოს სახელობის ფონდმა, ადგილობრივი დაწესებულებების დახმარებით, ხელი შეუწყო "ხარისხის და პროფესიის" სამი რეგიონალური ფესტივალის ჩატარებას ბაქოში (აზერბაიჯანი), ოდესაში (უკრაინა) და ივანოვოში (რუსეთი). ორგანიზატორთა გათვლით, რეგიონალურმა ფესტივალებმა ხელი უნდა შეუწყოს მასპინძელი რეგიონის სოციალურ-კულტურულ თავისებურებათა პოპულარიზაციას.
ამ პირველი რეგიონალური ფესტივალების წარმატებიდან გამომდინარე, ფლორენციის ფესტივალის დასკვნითი ცერემონიის მსვლელობაში შემდგომი რეგიონალური ღონისძიებების ჩატარების სურვილი გამოთქვეს შემდეგმა ქალაქებმა და დაწესებულებებმა:
- თბილისი (საქართველო), 2010 წლის აპრილი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
- ბიდგოში (პოლონეთი), 2010 წლის აპრილი, ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტი;
- ოდესა (უკრაინა), 2010 წლის მაისი, ოდესის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო აკადემია;
- როსარიო (არგენტინა), 2010 წლის ივნისი, "Grupo Universitario Educativo Marin"
- ბიშკეკი (ყირგიზეთი), 2010 წლის სექტემბერი, ყირგიზეთის სლავური უნივერსსიტეტი;
- ხარკოვი (უკრაინა), 2010 წლის ოქტომბერი, ხარკოვის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო აკადემია;
- ალმაატა (ყაზახეთი), 2010 წ., ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფონდი და არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო აკადემია;
- კრაკოვი (პოლონეთი), 2010 წ., ტექნოლოგიის უნივერსიტეტი AGH;
- ბლაგოვეშჩენსკი (რუსეთი), 2010 წ., ამურის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო აკადემია;
- ბაქო (აზერბაიჯანი), 2011 წ., აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო აკადემია;
- ხარკოვი (უკრაინა), 2011 წ., ხარკოვის დიზაინისა და ხელოვნების სახელმწიფო აკადემია

დელეგაციები უმაღლესი სასწავლებლებიდან – ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის
2009 წლიდან დაწყებული, რომუალდო დელ ბიანკოს სახელობის ფონდი სთავაზობს ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა ერთთვიან პროგრამაში, რომელიც ხორციელდება ფლორენციაში და ემსახურება "ცხოვრება ტურიზმის მიღმა – ინტერკულტურული დიალოგის" კონცეფციის პრაქტიკულ ხორცშესხმას (www.lifebeyondtourism.com).
პროგრამა, რომლის მონაწილეთა რიცხვმა 2010 წელს 80 დელეგატს უნდა მიაღწიოს, მიზნად ისახავს “Life Beyond Tourism”-is პორტალის და ფოტო-დღიურების პოპულარიზაციას, მის მომხმარებელთა რიცხვის გაზრდას და ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ინტერკულტურული დიალოგი, ტრადიციების ცოდნა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ფასეულობებზე და არა მხოლოდ სამომხმარებლო მომსახურეობაზე ორიენტირებული ტურიზმის განვითარებას.

პროგრამა "ხარისხი და პროფესია"-სთან დაკავშირებული სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ვებსაიტზე www.florence-expo.com

მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ

სამედიცინო ცენტრს "მედკო" და „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციას“ შორის

გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

ქართული თანამედროვე საცხოვრისი

“Style” და AAG 11დან 14 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ საინტერესო პროექტებს “Caucasus Build 2019” გამოფენაზე პავილიონში - N5

HoReCa Workshop в Милане – итоги первых пяти лет. Новый курс 24-28 июля

Курс-интенсив в Милане HoReCa Workshop – Project, Design & Marketing по проектированию ресторанов и отелей в январе этого года отпраздновал свой первый мини-юбилей

ყურადღება კონკურსი!

სადგურის ესკიზური პროექტის შერჩევის და სამომავლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით კომპანია აცხადებს კონკურსს.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

В Милане, столице дизайна, программа на русском языке для архитекторов “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”

В 2015 году продолжается инновационный цикл курсов на русском языке “HoReCa Design – Hotel Restaurant Cafè.

Воркшоп на русском языке для архитекторов

С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.

Милане продолжаются инновационные курсы на русском языке для архитекторов

В декабре прошлого года в Милане с успехом прошел уже седьмой по счету воркшоп цикла инновационных курсов на русском языке “Horeca Design – Hotel Restaurant Cafè.

გამოფენა

2013 წლის 5 აპრილს ,, არქიტექტორთა კლუბის ,, გალერეაში დავით თომაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

1 2 3 4 5

სიახლე:
გაერთიანდით არქიტექტორთა კლუბში და ასოციაციის წევრად ონლაინ რეჟიმში და შექმენით თქვენი გვერდი
Interview with Oliviero Godi was taken for Style magazine by Nikoloz Lekveishvili and Aleksi Javakhishvili

Copyright (C) 2009 Style Magazine