Style Magazine
ENG

ყურადღება კონკურსი !

2010 წელს, პირველად, ჟურნალი "სტილის" , "არქიტექტორთა კლუბის"  და კლუბის პარტნიორი  კომპანიის MIZAR - ს ეგიდით ტარდება კონკურსი.
კონკურსი საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცეების, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
კონკურსი ტარდება არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილება ხელოვნული განათების სისტემებiთ აღჭურვილი რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
- კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტის (პროექტების) წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ განათების დიზაინის განვითარების საქმეში;
- კონკურსის გამარჯვებულ პროექტს მიენიჭება კომპანია MIZAR - ის სპეციალური პრიზი;
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა კონკურსის ორგანიზატორის  - კომპანია MIZAR - ის მიერ.
საერთაშორისო კონკურსზე განიხილება ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
-  ისტორიული შენობების და მონუმენტების განათება;
-  პარკები, მოედნები, ბაღების განათება ( ურბანისტიკა, პეიზაჟისტიკა);
- დროებითი განათების პროექტი (დროებითი საგამოფენო თუ საპრეზენტაციო
  სივრცე და ა.შ.)
- პერმანენტული განათების პროექტი (კერძო ბინები, მაღაზიები,ოფისები,  კომერციულიცენტრები - შიდა და გარე განათება).
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია  კომპანია MIZAR - ის, ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის" წარმომადგენელი  პროფესიონალებისგან. 
კონკურსის მიზანია:
- ქალაქგეგმარების, არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის სფეროში განათების თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიებისა და სტილისტიკის განვითარების სტიმულირება;
შესაბამისად:
- საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეების თანამედროვე მსოფლმხედველობის შესაბამისად ფორმირება;
- თანამედროვე მსოფლიო პროცესში სამამულო არქიტექტურის ინტეგრაცია;
- განათების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დიზაინერული გადაწყვეტებით შექმნილი საუკეთესო პროექტების წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობისათვის ვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს, რომლებიც დახვეწილი დიზაინის  განათების სისტემების გამოყენებით, ინტერიერისა და არქიტექტურის თანამედროვე სტილისტიკას ქმნიან, აგრეთვე ინტეგრირებულ, ნოვატორულ, საინვესტიციო ქალაქგეგმარებით წინადადებებს წარმოაჩენენ.
კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობები:
- კონკურსზე  2010 წლის 10.09-მდე, მიიღება ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული  რეალიზებული ობიექტები, საინტერესო ქალაქგეგმარებითი კონცეფციები და არქიტექტურული პროექტები;
- კონკურსი ტარდება ძირითადად პროფესიული აუდიტორიისათვის;
- კონკურსანტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ნამუშევართა ნებისმიერი რაოდენობა და ერთდროულად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ნომინაციებში;
- განსახილველი ნამუშევრები მიიღება 2010 წლის 10.09 -მდე ინტერნეტის
მეშვეობით კონკურსის სპეციალურ ვებგვერდზე წარმოსაჩენად.
კონკურსის ჩატარების თანამიმდევრობა
- წარმოდგენილი ნამუშევრები განიხილება კონკურსის ჟიურის მიერ. ნამუშევრების შერჩევა წარმოებს ვებ გვერდზე ორ ეტაპად:
I ეტაპი:
- ადგილობრივი ჟიურის მიერ, კონკურსის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პროექტებიდან საუკეთესოთა შერჩევა (თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნამუშევარი ან ნამუშევრები) ;
ნამუშევართა შეფასება სპეციალური კოდირებული სისტემით ჩატარდება.ვებ გვერდზე წარმოდგენილი, თავისი ნომრით აღნიშნული თითოეული ობიექტი, ვიზუალურად, ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
კონკურსის პროფესიული ჟიურის თითოეული წევრი ფარული კენჭისყრით (ინტერნეტის მეშვეობით), 10 ბალიანი შკალით აფასებს წარმოდგენილ მასალას, გამოყოფს, რა თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნამუშევარს.
- შედეგები ავტომატურად დაჯამდება და გამოავლენს გამარჯვებულ ობიექტს.
- მხოლოდ ამის შემდგომ გახდება ცნობილი ავტორის ვინაობა, შესაბამისად დაფიქსირდება ვებგვერდზე.
- საერთაშორისო პროფესიული ჟიურის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის მიცემის უფლება;
- იმ შემთხვევაში თუ კონკურსზე წარმოდგენილია პროფესიული ჟიურის წევრის ნამუშევარი, იგი (წევრი) ხმას არ აძლევს თავის ნამუშევარს ( წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შეფასება ანულირდება);
- პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტები დაიბეჭდება ჟურნალი "სტილის" საშემოდგომო (ოქტომბრის - 36-ე ნომერში) და გამოვლინდება კონკურსის ვებ-გვერდზე;
კოველი ეტაპოს შემდეგ
II ეტაპი:
- პირველ ეტაპზე კენჭისყრის შედეგების საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღება ნამუშევრების შეფასებისას ქულების საბოლოო გადანაწილებით, განიხილავს და კონკურსის ერთ ლაურეატს განსაზღვრავს უშუალოდ კომპანია MIZAR.
კონკურსში გამარჯვებული ერთი პროექტი გამოვლინდება 30 ნოემბერს, გამოქვეყნდება ჟურნალი "სტილის" საახალწლო ნომერში და კონკურსის ვებ-გვერდზე.
კონკურსანტთა საყურადღებოდ:
- ობიექტის ვებგვერდზე დაფიქსირებამდე, დაზუსტდეს ავტორთა ვინაობა;
- საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორებს შეუძლიათ შეცვალონ კონკურსის პირობები მონაწილეების წინასწარი ინფორმირების საფუძველზე.
საკონკურსო მასალა მიიღება 2010 წლის 10.09 -მდე;
- კონკურსანტებმა  და პროექტის კონკურსგარეშე  მონაწილეებმა ვებ-გვერდის www.style-magazine.com.ge-ს ლინკის - "კონკურსი  MIZAR", უნდა შეიტანონ არქიტექტურული, დიზაინერული პროექტის, ტექნიკური ნახაზების, რეალიზებული მოცულობის, ექსტერიერის, ინტერიერის ან მისი ნებისმიერი დეტალის, ფოტო-მასალა (არაუმეტეს 600X600 px) , საკუთარი ფოტო-პორტრეტი (100X100 px), JPG ფორმატში,  გამოგზავნონ განაცხადი კონკურსში  მონაწილეობის მისაღებად, მოცემული ელ-ფოსტის მეშვეობით (E-mail: inbox@archistyle.ge ;  nino@style-magazine.com.ge ), შემდეგი თანმიმდევრობით:
პროექტის აღწერა:
ნომინაცია (კონკურსგარეშე მონაწილეობა): 
დასახელება:
საერთო ფართი:
ადგილმდებარეობა:
კონკურსანტის საკონტაქტო რეკვიზიტები
სახელი, გვარი 
სამუშაო ადგილი
სამუშაო ადგ. საფოსტო ინდექსი
ტელ: სამსახური
          მობილური
          სახლი
საფოსტო ინდექსი
E-mail:
შესაძლებელია მითითებული ფოტო-მასალა და ინფორმაცია მოგვაწოდონ ჟურნალი "სტილის" რედაქციას CD ან DVD დისკებზე ჩაწერილი;
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :
ტელ./ფაქსი: 995 32 37 34 26
Mob: +995 93 42 74 73
E-mail: nino@ style-magazine.com.ge,  inbox@archistyle.ge




მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ

სამედიცინო ცენტრს "მედკო" და „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციას“ შორის

გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

ქართული თანამედროვე საცხოვრისი

“Style” და AAG 11დან 14 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ საინტერესო პროექტებს “Caucasus Build 2019” გამოფენაზე პავილიონში - N5

HoReCa Workshop в Милане – итоги первых пяти лет. Новый курс 24-28 июля

Курс-интенсив в Милане HoReCa Workshop – Project, Design & Marketing по проектированию ресторанов и отелей в январе этого года отпраздновал свой первый мини-юбилей

ყურადღება კონკურსი!

სადგურის ესკიზური პროექტის შერჩევის და სამომავლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით კომპანია აცხადებს კონკურსს.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

В Милане, столице дизайна, программа на русском языке для архитекторов “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”

В 2015 году продолжается инновационный цикл курсов на русском языке “HoReCa Design – Hotel Restaurant Cafè.

Воркшоп на русском языке для архитекторов

С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.

Милане продолжаются инновационные курсы на русском языке для архитекторов

В декабре прошлого года в Милане с успехом прошел уже седьмой по счету воркшоп цикла инновационных курсов на русском языке “Horeca Design – Hotel Restaurant Cafè.

გამოფენა

2013 წლის 5 აპრილს ,, არქიტექტორთა კლუბის ,, გალერეაში დავით თომაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

1 2 3 4 5

სიახლე:
გაერთიანდით არქიტექტორთა კლუბში და ასოციაციის წევრად ონლაინ რეჟიმში და შექმენით თქვენი გვერდი
Interview with Oliviero Godi was taken for Style magazine by Nikoloz Lekveishvili and Aleksi Javakhishvili

Copyright (C) 2009 Style Magazine