2009 წელს, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2009" ლაურეატები და საუკეთესო ნომინანტები, წინა წლებში ჩატარებულ კონკურსების გამარჯვებულებისგან განსხვავებით, კონკურსის სპონსორების, მხარდამჭერების და "არქიტექტორთა კლუბის" პარტნიორი კომპანიების მხრიდან განსაკუთრებული და არაორდინალური საჩუქრებით თუ პრიზებით დაჯილდოვდნენ. მათ შორის თავისი დატვირთვით და პრეზენტაბელურობით გამოირჩეოდა იტალიური კომპანიის "ჰერბოვიტალ 2 -ს წარმომადგენლობა თბილისში” პრიზი - მიწვევა იტალიაში სპეციალურ ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად.
ვორკშოპი იტალიაში 7 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კომპანიის "ჰერბოვიტალ 2-ის წარმომადგენლობა თბილისში" მიერ წელს პირველად შედგა მთლიანად ქართველი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის ჩასმა სპეციალურ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს კომპანიის "ჰერბოვიტალ 2-ის წარმომადგენლობა თბილისში” ეგიდით გაერთიანებული საქვეყნოდ ცნობილი, იტალიური ბრენდების მრავალფეროვანი პროდუქციის გაცნობას, შესწავლას და მის პრაქტიკაში გამოყენ ებას.