2009 წლის 25 დეკემბერს, 18:00, თბილისში. წიგნის მაღაზიაში "პარნასი" პუშკინის ქ. 10, გაიმართა წიგნის - "საქართველოს არქიტექტურა & თანამედროვე ქართველი არქიტექტორები"- პრეზენტაცია
ავტორი: ნინო ლაღიძე
პროექტის ორგანიზატორები: ჟურნალი "სტილი", "არქიტექტორთა კლუბი"
ფოტოუზრუნველყოფა: Photolife Studio
ჟურნალმა "სტილი" (არქიტექტურა, ინტერიერი, დიზაინი) და "არქიტექტორთა კლუბმა" წარმოგიდგინა ერთობლივ პროექტი - წიგნი, სახელწოდებით
"საქართველოს არქიტექტურა და თანამედროვე ქართველი არქიტექტორები" (ქართულ-ინგლისურ ენებზე).
ნიშანდობლივია, ის, რომ, ამგვარი პროექტი საქართველოში პირველად განხორციელდა. გამოცემა გათვალისწინებულია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის.
400 გვერდიანი გამოცემა, მისი ყდა საინტერესო დიზაინით გამოირჩევა.
წიგნის შესავალი ნაწილი ეძღვნება საქართველოს არქიტექტურის განვითარების ისტორიის ზოგად მიმოხილვას; საქართველოს ისტორიულ-არქიტექტურული პროცესში არსებულ ცალკეულ ძირეულ მომენტებს და გარდამავალ ეტაპებს, რომლებსაც ეპოქალური, ან კერძო, ადგილობრივი მნიშვნელობა გააჩნია.
წიგნის მეორე, ძირითად ნაწილში ვრცლადაა წარმოჩენილი საქართველოს თანამედროვე არქიტექტურის ფრაგმენტები - საინტერესო პროექტები, რეალიზებული შენობები, ახალი ინტერიერული სივრცეები, რაც, ამ ეტაპზე, წიგნის მონაწილე სხვადასხვა თაობის, ორმოცდაათი ქართველი პროფესიონალის - არქიტექტორის თუ დიზაინერის შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგია.
წიგნის - "საქართველოს არქიტექტურა & თანამედროვე ქართველი არქიტექტორები" - გამოცემა, პროექტის პირველი ეტაპია. სამომავლოდ, დაგეგმილი გვაქვს, იგი, კვლავ საინტერესოდ განვავრცოდ, მითუმეტეს, რომ ინტერესი პროფესიონალების მხრიდან უკვე მზარდია.
ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის" სახელით, დიდ მადლობას
ვუხდით გამოცემის მონაწილე ყველა პროფესიონალს, ჩვენს
პარტნიორებს - კომპანიებს - "კაპაროლ ჯორჯიას", "კნაუფს", "ინსტას", "ჰერ-
ბოვიტალ 2"-ს, რადგან, სწორედ მათი ძალისხმევით შედგა პროექტი - "საქართველოს არქიტექტურა & თანამედროვე ქართველი არქიტექტორები".
პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაცნობად
დაგვიკავშირდით მისამართზე:
პეკინის ქ. 33, ტელ./ფაქსი: +995 32 37 26 34.
მობ: +995 93 42 74 73
E-mail: nino@style-magazine.com.ge
www. style-magazine.com.ge
|