Style Magazine
ENG

სილამაზე გადაარჩენს სამყაროს!

30 ივლისს კლუბ "გომართელის" ერთ-ერთ ბარში გაიმართა  კომპანია «Herbovital2 s.r.l.» (იტალია) პრეზენტაცია. მისი ორგანიზატორი გახლდათ კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, თბილისში - კომპანიის მთავარი მენეჯერის, ქალბატონ ელენე ბურდულაძის სახით და ,,არქიტექტორთა კლუბი". კომპანია «Herbovital2 გახლავთ რიგი წამყვანი ელიტარული საინტერიერო აღჭურვილობის მწარმოებელი იტალიური კომპანიების, ოფიციალური წარმომადგენელი იტალიასა და მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. იგი წარმოადგენს ისეთ საყოველთაოდ ცნობილი ბრენდებს, როგორიცაა: Jacuzzi Europe S.p.A. –ჰიდრომასაჟის აბაზანები, საშხაპე კაბინები, მინი ბასეინები; Devon & Devon –ძველი ინგლისური, ვიქტორიანული სტილის ავეჯი და აქსესუარები; Gessi S.p.A. – «Premium» კლასის წყლის შემრევები და აქსესუარები; Antonio Lupi Design S.p.A. – «Minimal de Lux» -ის სტილის ავეჯი და აქსესუარები; Sicis -  ხელნაკეთი მაღალმხატვრული დეკორატიული მოზაიკა; Ad-hoc -  საინტერიერო რადიატორები;Duka S.p.A. – საშხაპე კაბინები და სხვა მრავალი.
კომპანია «Herbovital2» დაფუძნებულია 1984 წელს. მისი სათაო ოფისი განთავსებულია ქ. ბოლონიაში (იტალია). 1991 წელს რუსეთში ქ.მოსკოვში შეიქმნა რეგიონალური წარმომადგენლობა, ხოლო 1999 წელს  ანალოგიური წარმომადგენლობა გაიხსნა ქ. კიევში, უკრაინაში. ამ პერიოდში  საინტერიერო ნაწარმის ბაზარზე  მიღებულ იქნა დიდი სამუშაო გამოცდილება და დამყარდა ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები ამ სეგმენტში მომუშავე უამრავ წამყვან კომპანიასთან.
პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები - პროფესიონალები, რომლებიც დღესდღეობით ჩვენს ინტერიერულ რეალობას ქმნიან, მათი ნამუშევრები შესაბამისი ინტენსივობით შუქდება ჟურნალ "სტილში".
ქალბატონმა ელენემ (იგი მუშაობის დიდი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალია, რომელმაც სწავლება გაიარა იტალიის პარტნიორ საწარმოებში), დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას კომპანიის საქმიანობა, მის მიერ წარმოებული პროდუქციის სტილური მრავალფეროვნება და მაღალი ხარისხი, აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენლობის მოღვაწეობა ატარებს განსაკუთრებულად არაკომერციულ საქმიანობას:
- "უპირველეს და ძირითად ჩვენ ამოცანად ითვლება ინტერიერების შექმნის სფეროში მომუშავე სპეციალისტების  საინფორმაციო შიმშილის დაკმაყოფილება. ხშირად ხდება, რომ მწარმოებელსა და საბოლოო მყიდველს შორის არსებულ ჯაჭვში შეიძლება იყოს ოთხი-ხუთი შუალედური რგოლი, რომელსაც ფიზიკურად არ შეუძლია მიაწოდოს ამ პროდუქციასთან მომუშავე სპეციალისტს ის ღირებული ინფორმაცია (ხშირად ეს არის ბანალური კატალოგები და ნიმუშები), რომელიც აუცილებელია კარგი ინტერიერის შექმნისათვის"....
.... " ჩვენ განწყობილნი ვართ გრძელვადიან, პარტნიორულ ურთიერთობებზე ყველასთან, ვინც ხელმძღვანელობს და ცხოვრობს პრინციპით “ სილამაზე გადაარჩენს სამყაროს! ”.  - პრეზენტაცია საინტერესოდ შედგა. იგი, კომპანიის წარმომადგენლებსა და მიწვეულ დიზაინერებს შორის საქმიანი დიალოგის რეჟიმში წარიმართა - წარმოჩენილმა პროდუქციამ დამსწრეთა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. ყოველივე კი სასიამოვნო ფურშეტით დაგვირგვინდა. 





მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ

სამედიცინო ცენტრს "მედკო" და „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციას“ შორის

გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

ქართული თანამედროვე საცხოვრისი

“Style” და AAG 11დან 14 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ საინტერესო პროექტებს “Caucasus Build 2019” გამოფენაზე პავილიონში - N5

HoReCa Workshop в Милане – итоги первых пяти лет. Новый курс 24-28 июля

Курс-интенсив в Милане HoReCa Workshop – Project, Design & Marketing по проектированию ресторанов и отелей в январе этого года отпраздновал свой первый мини-юбилей

ყურადღება კონკურსი!

სადგურის ესკიზური პროექტის შერჩევის და სამომავლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით კომპანია აცხადებს კონკურსს.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

В Милане, столице дизайна, программа на русском языке для архитекторов “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”

В 2015 году продолжается инновационный цикл курсов на русском языке “HoReCa Design – Hotel Restaurant Cafè.

Воркшоп на русском языке для архитекторов

С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.

Милане продолжаются инновационные курсы на русском языке для архитекторов

В декабре прошлого года в Милане с успехом прошел уже седьмой по счету воркшоп цикла инновационных курсов на русском языке “Horeca Design – Hotel Restaurant Cafè.

გამოფენა

2013 წლის 5 აპრილს ,, არქიტექტორთა კლუბის ,, გალერეაში დავით თომაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

1 2 3 4 5

სიახლე:
გაერთიანდით არქიტექტორთა კლუბში და ასოციაციის წევრად ონლაინ რეჟიმში და შექმენით თქვენი გვერდი
Interview with Oliviero Godi was taken for Style magazine by Nikoloz Lekveishvili and Aleksi Javakhishvili

Copyright (C) 2009 Style Magazine